ფერმინ ლოპესის დუბლი | ბარსელონამ ატლეტიკო დაამარცხა
ლა ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
თავდაპირველად, მე-10 წუთზე „როხიბლანკო“ ჯოვანი სიმეონეს გოლით დაწინაურდა, თუმცა „ბარსელონამ“ თამაშის შემოტრიალება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო, ამაში კი მთავარი როლი ფერმინ ლოპესს მიუძღვის, რომელმაც 45-ე და 66-ე წუთებზე მადრიდელთა კარში დუბლი შეასრულა.
ამ გამარჯვებით, „ბარსელონამ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა, „ატლეტიკომ“ კი მეორე ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე მყოფ ჰანზი ფლიკის გუნდს 33 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე 30 ქულით „რეალია“, მესამე საფეხურს კი 28 ქულით „ატლეტიკო“ იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს