ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო | მიქაუტაძემ 84 წუთი ითამაშა, საზონოვი თადარიგში დარჩა
ლა ლიგის მე-12 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე საბა საზონოვის „ხეტაფეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა, საბა საზონოვს კი სამწუხაროდ, თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
რაც შეეხება მიქაუტაძის თამაშს, ქართველი შემტევი აქტიური იყო და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცემია. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 34 შეხება, კარისკენ 1 დარტყმა, რომელიც დაიბლოკა, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 20-დან 16 ზუსტი პასი, 3 საკვანძო პასი, 7-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.4 ქულა.
რაც შეეხება გოლებს, „ვილიარეალმა“ ანგარიში მე-80 წუთზე, ბუშანანის გოლით გახსნა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი რომერომ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, საბა საზონოვი კი მოედანზე 6 მატჩში ვიხილეთ.
12 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, „ხეტაფე“ კი 12 ქულით მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს „ვილიარეალი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, „ხეტაფე“ კი ასევე, 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოს“ მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს