გარი ლინეკერი
Aa
Aa

„პუტინთან შეხვედრას თავი ავარიდე“ - ლინეკერის საინტერესო ისტორია

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რამხელა ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლებად რუსეთისა და კატარის არჩევამ, რის გამოც FIFA-ს ჯერ კიდევ მაშინ უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა და მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს კორუმპირებულ ჩინოვნიკებად მოიხსენიებდნენ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შედგა გარი ლინეკერის საუბარი, რომელიც ტელეკომპანია BBC-ის პოდკასტში The Rest is Football-ში იმყოფებოდა და ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გარი ლინეკერი

FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს ახლა ყველა აკრიტიკებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ორგანიზაციისგან რომ თავი შორს დამეჭირა, ჯერ კიდევ 8 წლის წინ გადავწყვიტე. მაშინ ასე საჭიროდ იმიტომ ჩავთვალე, რომ სპორტული მედიის წარმომადგენელი ვიყავი და ანალიტიკური გადაცემა მიმყავდა. თუმცა, საბოლოოდ ამ დასკვნამდე ერთმა უსიამოვნო ისტორიამ მიმიყვანა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა უნდა წამეყვანა, როდესაც FIFA-ს წარმომადგენელები მოვიდნენ და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მთხოვეს. უცბად დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი: „გარი, ეს არ უნდა გააკეთო“. მათ კი პასუხად შევუთვალე, რომ სცენარისთვის ვემზადებოდი, ძალიან დაკავებული ვიყავი და რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკოდ არ მეცალა. არაფერი უთქვამთ, მაგრამ ვიგრძენი, თუ როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნა და მაშინ გადავწყვიტე, რომ FIFA-სთან არანაირი კავშირი აღარ მქონოდა.

ცნობისათვის, FIFA-ს მაშინდელ ხელმძღვანელებს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საგანგებო ვახშამზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები შეხვედროდნენ და ეს ვახშამი მართლაც შედგა, რომელსაც გარი ლინეკერისგან განსხვავებით, პელე, დიეგო მარადონა, რონალდო ლუის ნაზარიო და რონალდინიო დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს“ - მამარდაშვილის და კიტეიშვილის კომენტარები
“ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს“ - მამარდაშვილის და კიტეიშვილის კომენტარები