ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კოხრეიძე
Aa
Aa

„სამართალი თუ არსებობს, ოქროს ბურთი ხვიჩასია“ - ინტერვიუ გიორგი კოხრეიძესთან

ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში გატანილი 10 გოლი და შესრულებული 6 საგოლე გადაცემა, ზედიზედ პლეი ოფის რეკორდული რაოდენობის მატჩებში შესრულებული საგოლე მოქმედებები - უამრავი არგუმენტი არსებობს საიმისოდ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთი“ მოიგოს. თუმცა, სამწუხაროდ ამ პრიზთან დაკავშირებით ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც საფეხბურთო ლოგიკა და სამართლიანობა მოითხოვს.

ასეთ დროს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ფეხბურთელის მხარდამჭერ კამპანიას და ჩვენი ვებ-გვერდიც მაქსიმალურად ცდილობს ხვიჩას ამ ისტორიული მიზნის მიღწევაში გვერდში დაუდგეს და მის საოცარ სეზონზე სალაპარაკოდ სხვადასხვა საფეხბურთო პერსონებთან ინტერვიუებს ვწერთ.  Crystalsport-ის შეკითხვებს ამჯერად ქუთაისის „ტორპედოს“ შემტევმა და Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ გიორგი კოხრეიძემ უპასუხა, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მოახლოებულ დაჯილდოებასთან დაკავშირებით საინტერესო შეფასებები გააკეთა.

გიორგი კოხრეიძე

სამართალი თუ არსებობს, 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და ხვიჩას ვგულშემატკივრობ. კვარამ როგორი ინდივიდუალური ხარისხიც აჩვენა და რამდენი ტიტულიც მოიგო „პარი სენ-ჟერმენში“, მსგავსი რაღაც არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ერთადერთი შეიძლება ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააყენო მის გვერდით, მაგრამ შვედს ევროასპარეზზე არაფერი გაუკეთებია.

არადა, რომ დაფიქრდე რა დონის ფეხბურთელებს უთამაშიათ პარიზული კლუბის შემადგენლობაში, მაგრამ ის ხარისხი რაც ხვიჩამ „პარკ დე პრენსზე“ აჩვენა, არც ლიონელ მესის, არც კილიან მბაპეს და არც ნეიმარს არ უჩვენებია. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, კვარაცხელია რომ არ დაემატებინა, „სენ-ჟერმენი“ ამდენ ტიტულს ნამდვილად ვერ მოიგებდა.

მესმის, რომ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ მისი კონკურენტებიდან არავინ მახსენდება, რომელსაც მუნდიალზე განსაკუთრებული პერფომანსი ჰქონოდა. სხვა ქართველი გულშემატკივრების მსგავსად, მეც მაღიზიანებს ლუის ენრიკეს ბოლოდროინდელი საქციელი. ვფიქრობ, რომ კვარა არ იმსახურებს რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ან თუნდაც მატჩის ბოლოს ცვლიდნენ, რადგან ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომლისგანაც აფეთქება ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

რატომ უნდა მისცენ პრიზი ჰარი კეინს, რომელსაც ბუნდესლიგის გარდა არაფერი მოუგია? კილიან მბაპეც გუნდური ტიტულების გარეშე დარჩა, ხოლო ლამინ იამალს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია და ეს სეზონი ნამდვილად არ იყოს მის კარიერაში ისეთი, რომ ამ პრიზის მოგების მთავარ კანდიდატად ითვლებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის „ოქროს ბურთის“ გალა დაჯილდოების ცერემონია წელს წინა წლებისგან განსხვავებით, ამ ჯილდოს პირველი მფლობელის, სერ სტენლი მეტიუზის საპატივცემულოდ, მის მშობლიურ ლონდონში, 26 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინა სეზონიც ასე დაიწყო და კი ვნახეთ როგორც დაამთავრა“ | როტენის გადაცემაში კვარაზე იკამათეს
„წინა სეზონიც ასე დაიწყო და კი ვნახეთ როგორც დაამთავრა“ | როტენის გადაცემაში კვარაზე იკამათეს