“კვარას მუნდიალზე არ უთამაშია“ - ოუენი ოქროს ბურთის შანსებზე
1 თვეში ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა.
საფეხბურთო ექსპერტები, ყოფილი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელები საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ.
თავისი აზრი, ინგლისისა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმაც დააფიქსირა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ოუენი:
„დემბელე და კვარაცხელია? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, დემბელეს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მისი მსოფლიო ჩემპიონატი მბაპეს ტურნირთან შედარებით არც ისე კარგი იყო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან სეზონი და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგა „პარი სენ-ჟერმენში“ შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და შესაძლოა, სწორედ ამის გამო საბოლოოდ ცოტა დააკლდეს.
თუმცა, ველოდები, რომ ორივე მათგანი აუცილებლად იქნება ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი შეიძლება არ აღმოჩნდეს.“
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.