რონალდუ: „ერთა ლიგის მოგება თუ 1000 გოლის გატანა? ორივე“
კრიშტიანუ რონალდუმ რობერტო მარტინესს მადლობა გადაუხადა და პორტუგალიის ნაკრებში ჟორჟე ჟეზუშის ხელმძღვანელობით ახალი ეპოქის დაწყებას გამოეხმაურა.
ლეგენდარული პორტუგალიელი Abola-ს ესაუბრა.
რონალდუ:
„ერთა ლიგის მოგება თუ 1000 გოლის გატანა? ორივე. 1000 გოლი და ეროვნული ნაკრები. ვეცდებით, ერთა ლიგა მოვიგოთ. ეს ახალი ეპოქაა. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო მწვრთნელ მარტინესს შესანიშნავი სამუშაოსთვის. ის სხვა ეროვნების იყო და მისთვის ეს ძალიან რთული გახლდათ, განსაკუთრებით იმ მუდმივი თავდასხმების ფონზე, რომლებსაც ის ხვდებოდა.
ახლა მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან ერთად ახალი ეპოქაა. დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავ სამუშაოს შეასრულებს. ჟორჟე ჟეზუში იდეალური არჩევანი იყო. განსხვავებული ტაქტიკა, განსხვავებული ენა. ვუსურვებ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება კარგად წარიმართოს. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ. ვფიქრობ, გუნდი მზად არის. წინ ხანგრძლივი გამოწვევაა და მწვრთნელი მრავალი წლის განმავლობაში დარჩება. დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო არჩევანი იყო“
რონალდუმ ასევე ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც მას აკრიტიკებენ:
„100 პროცენტით გულწრფელი ვერ ვიქნები. ფეხბურთს ამდენი წელია ვთამაშობ და თითქმის ყველგან ძალიან კარგად მხვდებოდნენ. ზოგიერთი არხი ჩემს თავდასხმას და განადგურებას ცდილობს, მაგრამ ამის შანსი არ აქვთ — მხოლოდ თოფით თუ შეძლებენ. ისიც რომ იყოს, ტყვიას მაინც ავცდები. თუმცა ამას უკვე მიჩვეული ვარ.
„დრაგაუზე“ ამას მეტ-ნაკლებად ვიგებ, რადგან იქ მეტოქეობა არსებობს... „ლუჟზე“ კი — არც ისე, რადგან, როგორც ჩანს, იქ თამაში არ შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში, ასე წავიკითხე... მაგრამ რამდენიმე ადამიანის, მაქსიმუმ ექვსი ადამიანის, მხრიდან ჩემი არმოწონება ჩემზე გავლენას ვერ ახდენს.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები უახლოეს 2 კვირაში უელსს, ნორვეგიას, დანიას და ისევ ნორვეგიას დაუპირისპირდება.