უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე, დავიდ ალაბა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის გუნდელი იქნება - ალაბა კარიერას უდინეზეში გააგრძელებს

მადრიდის რეალის დატოვების შემდეგ, დავიდ ალაბა უგუნდოდ იყო. დღეს ცნობილი გახდა, თუ სად გააგრძელებს ავსტრიელი უკანახაზელი კარიერას.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი უდინეზეს ღირსებას დაიცავს, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს.

რომანოს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია. ალაბა იტალიაში იმყოფება და უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც „უდინეზესთან“ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

დავიდი ავსტრიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მისი ბოლო გუნდი მადრიდის „რეალი“ იყო, რომლის მაისურითაც ალაბამ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ — 2022 და 2024 წლებში — მოიგო. ამასთან, მან „სამეფო კლუბთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატიც ორჯერ დაისაკუთრა.

ალაბას იტალიაში გადასვლა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვისაც საინტერესოა — „უდინეზეს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში გამოცდილ ავსტრიელ მცველთან ერთად ითამაშებს.

.⚪️⚫️???????? David Alaba arrives for medical tests and contract signing next at Udinese.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ“ | კვერნაძეს რომაც აკვირდება
„მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ“ | კვერნაძეს რომაც აკვირდება