ორი რუსი დაამარცხა - ზირაქაშვილის ოქრო ევროპის თასზე
Aa
Aa

ორი რუსი დაამარცხა - ზირაქაშვილის ოქრო ევროპის თასზე

სკოპიეში მიმდინარე ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტმა თენგო ზირაქაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ზირაქაშვილმა ტურნირზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა და ჩემპიონობის გზაზე ხუთი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა პირველი ბრძოლა ესპანელ პაბლო მარტინესთან ჩაატარა, რომელსაც თავდაპირველად ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ზირაქაშვილმა ბულგარელ ალენ ჰრისტოვს ავასატე-იპონით სძლია, შემდეგ კი ისრაელელ ნარტ ნაპსოსთან ვაზარის უპირატესობა მოიპოვა. მეოთხედფინალში ქართველმა ბელგიელ ლენაერტს ჯერ იუკო აუღო, მოგვიანებით კი შეხვედრა იპონით დაასრულა.

ნახევარფინალში ზირაქაშვილის მეტოქე რუსი ძიუდოისტი იყო. ქართველმა მეტოქე იუკოს უპირატესობით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში კი ზირაქაშვილმა კიდევ ერთი რუსი ბაგათირ აკაევი იპონით დაამარცხა და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები