გულიაშვილი ლამაზ გოლთან იყო ახლოს - რასინგი სელტასთან განადგურდა
ლა ლიგის მორიგ ტურში სანტანდერის „რასინგი“, რომლის ღირსებასაც გიორგი გულიაშვილი იცავს, ვიგოს „სელტას“ ესტუმრა და 0:5 განადგურდა.
გულიაშვილი სათარადიგო იყო და თამაშში მხოლოდ 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი უკვე 0:3 აგებდა. ქართველ ფორვარდს ლამაზ გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა, როდესაც აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა „სელტას“ კარს.
გულიაშვილის საგოლე მომენტი
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, 32-ე წუთზე ანგარიში უგო გონსალესმა გახსნა, 43-ე წუთზე კი ილაიშ მორიბამ ვიგოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზე მიგელ რომანმა „სელტას“ მესამე გოლი გაიტანა, 78-ე და 90+2 წუთზე კი პაბლო დურანმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ „რასინგი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გულიაშვილის გუნდი 11 ოქტომბერს საკუთარ კედლებში „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.