გაგრა, დინამო თბილისი, სამგურალი, მეშახტე
Aa
Aa

დინამომ სტუმრად სამგურალს მოუგო | ფრე გაგრა-მეშახტეს მატჩში

Crystalbet ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური გაგრა-მეშახტეს მატჩით გაიხსნა. 24-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის პასის შემდეგ მასპინძლები ზურაბ ჭავჭანიძემ დააწინაურა, თუმცა 83-ე წუთზე ტყიბულელებმა ანგარიში გაათანაბრეს - ცოტნე ფაცაციას ჩააწოდების შემდეგ წონასწორობა თავური დარტყმით მათე კვირკვიამ აღადგინა.

 

წყალტუბოში „სამგურალმა“ თბილისი „დინამოს“ უმასპინძლა და __. მე-12 წუთზე ლევან გეგეჭკორმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა, რასაც თბილისელებმა მალევე მაქსიმ ტეიშეირას გოლით უპასუხეს. 37-ე წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა თემურ ქეცბაიას გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა შესვენებამდე გეგეჭკორმა ლამაზი დარტყმით დუბლი გაიფორმა - 2:2. მეორე ტაიმში ნიკა ნინუამ „დინამოს“ მესამე გოლი გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ხვალ Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი გაიმართება, ორშაბათს კი 27-ე ტურს რუსთავი-იბერიას და სპაერი-დილას მატჩები დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები | ბართიშვილისა და კვარაცხელიას ღირებულება გაიზარდა
Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები | ბართიშვილისა და კვარაცხელიას ღირებულება გაიზარდა