ლევან კორღალიძე იბერია 1999-ში ბრუნდება | ცვლილებები კონფერენს ლიგის წინ
ლევან კორღალიძე „იბერია 1999“-ში დაბრუნდა. Crystalsport-ის ინფორმაციით, მოქმედმა ჩემპიონმა ანდრეი დემჩენკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა და კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის დაწყებამდე, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
კორღალიძე „იბერია 1999“-ს ძალიან კარგად იცნობს. 46 წლის სპეციალისტი გუნდს 2020-21, 2021-22, და 2024-25 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით 2024 წლის სეზონში „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. კორღალიძე ბოლოს „დილაში“ მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს, Crystalbet ეროვნული ლიგის მეოცე ტურის გადადებულ შეხვედრაში „იბერია 1999“ „დილას“ დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში თბილისურ კლუბს ნიკოლოზ გუშარაშვილი გაუძღვა, ვინც კორღალიძის ასისტენტია. Crystalsport-ის ინფორმაციით, კორღალიძე თამაშზე იმყოფებოდა და ამ მომენტისთვის, სათადარიგოთა სკამზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, მოქმედ ჩემპიონს 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. „იბერია 1999“ „დინამო ბათუმს“ 1 ქულით, ხოლო „რუსთავს“ 3 ქულით ჩამორჩება. „იბერია 1999“ კონფერენს ლიგას 15 ოქტომბერს იწყებს და პირველ ტურში „სენტ-ტრიუდენს“ დაუპირისპირდება.