ეკო გორგოძე
Aa
Aa

ჩეხ მეტოქეს მოუგო - გორგოძე ლუბლიანის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ლუბლიანის ჩელენჯერის მერვედფინალში ეკო გორგოძემ ჩეხ ლუსი ჰავლიჩკოვას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი სეტი გორგოძემ სუსტად დაიწყო და 1:4 აგებდა, თუმცა პარტიის მიმდინარეობა შეატრიალა, 6:5 დაწინაურდა, რის შემდეგაც თაიბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტი ჩეხმა ჩოგბურთელმა კარგად ჩაატარა და გორგოძეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 1:6. რაც შეეხება მესამე სეტს, აქ უკვე ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა გახდა - გორგოძე ჯერ 4:0 იგებდა და საბოლოოდ 6:3 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე იტალიელი ნოემი ბაზილეტი იქნება. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მე-3 დიდი სლემი კარიერაში - რიბაკინამ US Open მოიგო
    მე-3 დიდი სლემი კარიერაში - რიბაკინამ US Open მოიგო