„იანის სცენარით ჩხუბს აღარ ვაპირებ“ - მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Fighting-თან ინტერვიუში პიოტრ იანთან წაგებული სატიტულო ჩხუბი გაიხსენა და განაცხადა, რომ მოახლოებულ დაპირისპირებაში რუსი მებრძოლის სცენარის მიხედვით ჩხუბს აღარ აპირებს.
„იანთან მეორე ბრძოლაში მისი სცენარით ვიჩხუბე. მის წინ ვიდექი და კრივში დარტყმებს ვუცვლიდი. ახლა ისევ ჩემს თამაშს ვითამაშებ. ვიცი, რომ იანის დამარცხება შემიძლია. მას ძლიერი დარტყმა აქვს, კარგი ჩხუბი იქნება, მოუთმენლად ველოდები ამ დღეს.
ჩვენი წონა ძლიერდება. ბევრი კარგი მებრძოლი მოდის, მაგალითად, რაულ როსასი. მასთან ვმეგობრობ, ძალიან ძლიერი ბიჭია. სონგ იადონგის სახით ახლა ახალი კონტენდერი გვყავს, რომელსაც ასევე ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს“.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდება და გასული წლის დეკემბერში დაკარგული საჩემპიონო ტიტულის დაბრუნებას შეეცდება. იანი-დვალიშვილის მესამე ბრძოლა UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა იქნება და აბუ-დაბიში გაიმართება.