„10-დან 9 ორთაბრძოლას გეიჯი მოუგებს“ | აბდელაზიზმა ილიაზე ისაუბრა
ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. ალიმ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გეიჯი ილია თოფურიას 10-დან 9 ორთაბრძოლას მოუგებს.
„ბევრი ჩვენგანი ცოტა ნერვიულობდა, რომ UFC ილია თოფურიასთან რევანშის ორგანიზებას შეეცდებოდა. ეს რევანში არა მხოლოდ გეიჯისთვის, არამედ ილიასთვისაც არ არის ლოგიკური, რადგან ახლახან თეთრ სახლში დამარცხდა და ჯასტინთან ზედიზედ მეორედ წაგება...
ვფიქრობ, ილია თოფურიას მხრიდან დაუყოვნებლივი რევანშის მოთხოვნა ცუდი სვლა იქნება. ეს დაუყოვნებლივი რევანშები სისულელეა... არ მგონია, რომ ამის ნახვა ვინმეს სურდეს და არც ამ რევანშში ჩართული არცერთი მხარისთვის აქვს აზრი. მჯერა, რომ ჯასტინი მას 10-დან 9 ორთაბრძოლას მოუგებს. იცით, რატომ? გეიჯიმ მას გასაღები უპოვა. არ მგონია, ილიამ ჯასტინის დამარცხება შეძლოს — ახლოს იყო, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა.
საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა არ გაიმართება. ამას ნამდვილად ვამბობ. გეიჯი ილიას ხელმეორედ დამარცხებით აბსოლუტურად ვერაფერს მიიღებს, არანაირი სარგებელი. UFC-ში იციან, ბიზნესის კეთება როგორ უნდა. რატომ ჩააგდებ რისკის ქვეშ შენს ერთ-ერთ უდიდეს ჩემპიონს, რომ ისევ წააგოს და მთელი ცხოვრებით „დაზიანებულ საქონლად“ დარჩეს? ეს სიგიჟე იქნება.
რეალურად ვფიქრობ, რომ ილია ქვემსუბუქ წონაში უნდა ჩხუბობდეს. მას პატივს ვცემ — იგი მსუბუქ წონაში ამოვიდა და ამ ბიჭებს ამარცხებს, მაგრამ გეიჯი მათ შორის არ არის. წარმოგიდგენიათ, ისლამ მახაჩევს რომ შეხვედროდა? მახაჩევი, ალბათ, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. მან თავისი ბოლო 8 მეტოქე ვადაზე ადრე დაამარცხა, წონით კატეგორიებში მაღლა ადის, მასზე ბევრად დიდ ბიჭებს ხვდება და მათ ანადგურებს — აი, ეს არის ნამდვილი P4P პირველი ნომერი“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ოქტაგონში დასაბრუნებლად მზად არის. ილიამ შესაძლოა წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში იჩხუბოს.