ყბა მოტეხა და ორი კბილი ჩაუმტვრია - ქართველ ძიუდოისტს სამუდამო დისკვალიფიკაცი ემუქრება
ქართველი ძიუდოისტი სერიოზულ სკანდალში გაეხვა და სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება. აკაკი ჯაფარიძემ, რომელიც ძიუდოს ერთ-ერთი საკლუბო ტურნირზე „ლეიპციგის“ სახელით ჭიდაობდა, „აბენსბერგის“ გერმანელ წევრს ტიმო კაველიუსს სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ორი კბილი დაკარგა, ყბა მოიტეხა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა - მას შემდეგ, როდესაც კაველიუსმა ჯაფარიძესთან გამარჯვება პროვოკაციული ჟესტით აღნიშნა, ქართველი მასთან მიიჭრა და სახის არეში სერიოზული დარტყმები მიაყენა. მომხდარს გამოეხმაურა იაპონური კლუბი „ლეიპციგი“, რომელმაც დაგმო მომხდარი და მზადყოფნა გამოთქვა სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს. თავად აკაკიმ კი დარბაზი პოლიციის მოსვლამდე დატოვა.
ცნობისათვის, ვარაუდობენ, რომ მომხდარის გამო 24 წლის ქართველ ძიუდოისტს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა მისთვის მსგავსი სასჯელის დაწესება მხოლოდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია. რაც შეეხება კაველიუსს, ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ და რვაკვირიანი მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.