გამარჯვება ბოლო წამებზე | ომანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

გამარჯვება ბოლო წამებზე | ომანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ომანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ჯუდოკამ პირველ შეხვედრაში თურქი ნეკდეტ სალიჰ პალა დაამარცხა. მეორე წრეში ისრაელელ ტომ დუბროვსკის მოუგო, ნახევარფინალის საგზური კი დანილო ავრამენკოს ძლევით მოიპოვა. ნახევარფინალში ომანაძე აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადას დაუპირისპირდა და მომავალ ჩემპიონთან იპონით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკას მეტოქე ისრაელელი ბენ ტამარი გახლდათ. შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ომანაძე იუკოთი აგებდა, თუმცა ბოლო წამებზე ვაზარი მიითვალა და ბრინჯაოს მედალი აიღო

გეტყვით იმასაც, რომ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ სამადაშვილმა და საბა საბაშვილმა იასპარეზეს. ქართველი ახალგაზრდები ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ საბაშვილი მარკო იორგიჩთან, ხოლო სამადაშვილი მაჰამედ მუსიაევთან დამარცხდა. შედეგად, ორივე ჯუდოკამ ბრინჯაოსთვის იბრძოლა. საბაშვილმა ისლამ სულტიგოვთან, ხოლო სამადაშვილმა აბდულახ პარჩიევთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტია | რას წერს L'Equipe-ი ხვიჩასა და პსჟ-ზე
კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტია | რას წერს L'Equipe-ი ხვიჩასა და პსჟ-ზე