„UFC-ის ჩემი ჯიბიდან გადავუხდი, რათა ილია-უსმანის ბრძოლა შედგეს“ - ალი აბდელაზიზი
PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა Submission Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაღესტნელი მებრძოლისთვის საოცნებო ორთაბრძოლას ილია თოფურიასთან დაპირისპირება წარმოადგენს.
„არ ვამბობ, რომ უსმანი აუცილებლად UFC-ში აღმოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის თოფურიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ილია მასთან ვერც კრივს და ვერც ფეხით დარტყმებს გამოყენებს. პარტერში თოფურია უსმანთან ასევე ვერაფერს გახდება.
მზად ვარ, UFC-ის ჩემი ჯიბიდან გადავუხადო, რათა ეს ჩხუბი შედგეს. დაასახელონ ჰონორარი და განსხვავებას მე ავანაზღაურებ. თუ უსმანს ერთი მილიონით ნაკლებს შესთავაზებენ, ამ ფულს მე გადავუხდი. თოფურია-ნურმაგომედოვის ჩხუბის ნახვა ძალიან მინდა“.
ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი 28 წლისაა და კარიერაში გამართული 22-ვე ბრძოლა მოიგო. ამჟამად დაღესტნელი მებრძოლი თავისუფალი აგენტია და მოლაპარაკებებს როგორც PFL-თან, ისე UFC-სთან აწარმოებს.