“ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს“ - მამარდაშვილის და კიტეიშვილის კომენტარები
ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 23 სექტემბერს, ნაკრებმა კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს.
გიორგი მამარდაშვილი:
„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.
პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს.“
ოთარ კიტეიშვილი:
„ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.
თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს 2 კვირაში 4 მატჩს გამართავს. 25 და 28 სექტემბერს საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან, ხოლო 2 და 5 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან და შემდეგ კვლავ ჩრდილოეთ ირლანდიასთან.