გიორგი გაგუა, რამაზ სვანაძე, ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

ლომინაძე და გაგუა სამატჩო განაცხადში | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ნოდარ ლომინაძე შეიყვანა, რომელიც ერთა ლიგაზე გასულ სამ მატჩში განაცხადს მიღმა იყო.

უნგრეთთან მატჩის შემდეგ სამატჩო განაცხადს საბა ხარებაშვილი დაუბრუნდა. ასევე, სამატჩო განაცხადშია გიორგი გაგუა, რომელიც სამატჩო განაცხადში მხოლოდ პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოხვდა.

სამატჩო განაცხადს მიღმა შემდეგი ფეხბურთელები დარჩნენ: ილია ბერიაშვილი, გიორგი აბუაშვილი, ჯემალ ტაბიძე და ვლადიმერ მამუჩაშვილი.

ოთარ კიტეიშვილი უნგრეთთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს ჩრდილოეთ ირლანდიაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხარებაშვილი, საბა საზონოვი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია,  ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გაგუა

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, გოლი არ გაუტანია. ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულით პირველზეა, უკრაინამ და უნგრეთმა 4-4 ქულა დააგროვეს, საქართველო აუტსაიდერია.

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველოს მატჩი დღეს, 5 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. პარალელურად, ამავე ჯგუფის მეორე თამაში აიღებს სტარტს, უკრაინელები უნგრელებს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტუაციის დრამატიზირება არ ღირს“ - სვანაძე მატჩის წინ
„სიტუაციის დრამატიზირება არ ღირს“ - სვანაძე მატჩის წინ