გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური, ნინო გულბანი, ნინო ლოლაძე, ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეები ცნობილია

4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. დღეს წილისყრა გაიმართა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

-57 კილოგრამი წონითი კატეგორია

ეთერ ლიპარტელიანი A ჯგუფში მოხვდა და მეორე რაუნდში მისი მეტოქე ურუგვაელი მაია ლეოპოლდია. მეოთხედფინალში ეთერის სავარაუდო ოპონენტი ანა ვიკტორია პულიიზია (მე-11 ნომერი), ნახევარფინალში — ტიმნა ნელსონ ლევი.

ნინო ლოლაძე პირველ შეხვედრას აკარი ომორის წინააღმდეგ გამართავს.

-70 კილოგრამი წონითი კატეგორია

ნინო გულბანი პირველ შეხვედრას ჩინელი იინგინ ფენგის წინააღმდეგ გამართავს.

+78 კილოგრამი წონითი კატეგორია

სოფიო სომხიშვილი ოქროს მედლებისთვის ბრძოლას C ჯგუფში, მარია ივანოვასთან იწყებს.

კაცები

-60 კილოგრამი წონითი კატეგორია

გიორგი სარდალაშვილის პირველი მოწინააღმდეგე ისრაელელი იჟაკ აშპიზია (რეიტინგის მეორე ნომერი). სარდალაშვილი C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაც გამოდის. ნახევარფინალში სარდალაშვილის პოტენციური მეტოქე მიკელ აუგუსტოა.

-66 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვაჟა მარგველაშვილი D ჯგუფში ნიზამი იმრანოვს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მარგველაშვილი რუს რამაზან აბდულაევს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის მესამე ნომერია. მის ჯგუფშია რეიტინგის მერვე ნომერი დავიდ გარსია ტორნეც.

-73 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა შავდათუაშვილი A ჯგუფშია და ჯოშუა გრინისა და დარდან სენას გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ლაშას პოტენციური მეტოქე რეიტინგის ლიდერი მუჰიდინ ასადულოევია. 

-81 კილოგრამი წონითი კატეგორია

ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე A ჯგუფში გეორგი გრამატიკოვისა და გაჯიმურად ომაროვის გამარჯვებული იქნება. ამავე ჯგუფშია კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპო, იტალიელი მანუელ პარლატი და ფინელი ეეტუ იჰანამაკი.

-90 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა ბექაური A ჯგუფშია და მისი პირველი მეტოქე მინკი სონგია. ლაშას ჯგუფშია სანშირო მურაოც და მეოთხედფინალამდე, მესამე რაუნდში, დიდი შანსია, სწორედ მათი დაპირისპირება ვიხილოთ.

ლუკა მაისურაძე C ჯგუფშია და მისი პირველი მეტოქეი ბორის რუტოვიჩი ან ეგორი ანდონი იქნება. მაისურაძისა და ბექაურის A და C ჯგუფებში მოხვედრა ნიშნავს, რომ შესაძლოა, ქართული ფინალი გაიმართოს.

-100 კილოგრამი წონითი კატეგორია

ილია სულამანიძე B ჯგუფში პირველ შეხვედრას ჯახონგირ მაჯიდოვთან ან ჩომბორ ვეგთან გამართავს. ამ ჯგუფშია ნიააზ ბილალოვი, ხოლო ნახევარფინალში ილიას სავარაუდო მეტოქე ჯენარო პირელია.

+100 კილოგრამი წონითი კატეგორია

ირაკლი დემეტრაშვილის პირველი მოწინააღმდეგე მუზაფარბეკ ტურობოიევია და მის ჯგუფში იურ სპაიკერსი და იბრაჰიმ ტატაროღლუ არიან. 

გურამ თუშიშვილი ცეცენცენგენ ოდხუს დაუპირისპირდება, მეორე რაუნდში კი მუსტაფა ფოფანა ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მერკვილაძის გრონინგენმა კორტრაიკს მოუგო
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მერკვილაძის გრონინგენმა კორტრაიკს მოუგო