რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„მაღალ ინტენსივობასთან და პრესინგთან გამკლავება გაგვიჭირდა“ | რამაზ სვანაძის კომენტარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა უნგრეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩს „პუშკაშ არენამ“ უმასპინძლა და უნგრეთმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. თამაშის დასრულების შემდეგ „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ძალიან მაღალი ინტენსივობა და ინტენსიური პრესინგი, რომელთან გამკლავებაც საწყის ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პირველ ნახევარ საათში.

ინტენსივობასთან დაკავშირებით გრაფიკიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო. სამწუხაროა, თუმცა ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეალურად გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჰქონდათ ტრავმები და უთამაშებელი პერიოდი. ამიტომ მათთვისაც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება.

ჩრდილოეთ ირლანდიაში იმისთვის მივდივართ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. მათ წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ. ამ ეტაპზე გვაქვს ორი მარცხი და ერთი ფრე. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მესამე თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ. ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც. კარგია ისიც, რომ შემდეგი თამაში უკვე სამ დღეში გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ ირლანდიაში ყველაფერი სხვანაირად იქნება."

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნების“ მომდევნო მეტოქე, ჩრდილოეთ ირლანდია შვიდი ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო უნგრეთსა და უკრაინას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ობიექტურად იმსახურებს, მაგრამ ერთი მინუსია“ | სიომინმა კვარასა და ოქროს ბურთზე ისაუბრა
„ობიექტურად იმსახურებს, მაგრამ ერთი მინუსია“ | სიომინმა კვარასა და ოქროს ბურთზე ისაუბრა