ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“ - ფაბრიციო რომანო ალისონზე

ცნობილმა სატრანსფერო ინსაიდერმა და ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ „ლივერპულის“ ბრაზილიელ მეკარეზე, ალისონ ბეკერზე ისაუბრა. რომანოს ცნობით, ამ დროისთვის „წითლები“ ალისონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მუშაობენ.

„ალისონის სიტუაცია განსაკუთრებულად საყურადღებოა: აპრილ-მაისში მისით „იუვენტუსი“ ინტერესდებოდა. შემდეგ „ლივერპულმა“ გადაწყვიტა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება, ვინაიდან გუნდს ორი ლიდერი - მოჰამედ სალაჰი და ენდრიუ რობერტსონი ტოვებდნენ.

„ლივერპულმა“ გამოიყენა კონტრაქტში არსებული პუნქტი და ალისონი 2027 წლამდე შეინარჩუნა. ახლა, თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას გადაწყვეტენ, უკვე ახალი კონტრაქტების გაფორმება გახდება საჭირო.

ამ დროისთვის, ბრაზილიელ მეკარესა და „მერსისაიდელებს“ შორის ახალ კონტრაქტზე აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამ მხრივ 2027 წლის ზაფხულში ცვლილებებია მოსალოდნელი“.

ცნობისთვის, ალისონ ბეკერი 34 წლისაა და „წითლების“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. უკვე მეორე სეზონია, მას კონკურენტად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნებას ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, ნოემბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვოს | ავსტრიული მედია კიტეიშვილის ტრავმაზე
შესაძლოა, ნოემბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვოს | ავსტრიული მედია კიტეიშვილის ტრავმაზე