ისტორიული წარმატება - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ისტორიული წარმატება ქართული პარასპორტის ისტორიაში - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა, რასაც ხელი ბუნებრივია ტურნირის ჩვენ სამშობლოში ჩატარებამაც შეუწყო ხელი. ბოლო სამი დღის განმავლობაში პლანეტის პირველობას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობდა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასებები იქნა გაკეთებული.
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას უსინათლოებს შორის საბა ბაღდავაძე, გიორგი გამჯაშვილი, გურამ აფციაური, ლუკა ხარაიშვილი, გიორგი ბერიძე და რამინ ყიფშიძე, ხოლო მცირემხედველთა მხრიდან რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევან გუგავა და ბაჩუკი შელია იცავდნენ. ტურნირის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიის (4:1) და მონღოლეთის (4:0) გუნდები დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსეთის გუნდს 4:2 აჯობა.
ცნობისათვის, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ინდივიდუალურ გამოსვლებში საოცარი შედეგი აჩვენეს და შეჯიბრება 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონები ლევან გუგავა და საბა ბაღდავაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონობას რევაზ ჩიკოიძე დასჯერდა, ხოლო გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.