მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მსმენია, რომ ეს პრობლემაა“ | ემელიანენკოს რჩევა იანს მერაბთან ჩხუბის წინ

MMA-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ფიოდორ ემელიანენკომ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. ემელიანენკომ იანს ურჩია, „მანქანასთან“ ჩხუბის წინ თავი არ გადაიტვირთოს და ზედმეტად არ ივარჯიშოს.

„მერაბისა და იანის ორთაბრძოლას აუცილებლად ვუყურებ. პიოტრს ვუსურვებდი, ამ ჩხუბს გონივრულად მიუდგეს და ზედმეტი ვარჯიშით არ გადაიტვირთოს, რადგან მსმენია, რომ მასთან მიმართებით ეს პრობლემა არსებობს.

იანი დატვირთვებს გვიან ამცირებს, თუმცა ესეც პროფესიონალიზმია. ესეც აჩვენებს, პიოტრი რამდენად პროფესიონალი მებრძოლია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვურჩევ, მერაბთან ჩხუბს გონივრულად მიუდგეს, დაფიქრდეს და იგრძნოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება 24 ოქტომბერს გაიმართება და ეს ჩხუბი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერების მიხედვით, რუსი მებრძოლი მცირე ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება და მესამე ადგილი - შავი ლომი ჩიტასს ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა
გამარჯვება და მესამე ადგილი - შავი ლომი ჩიტასს ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა