ბრწყინვალე იპონები და გარანტირებული მედალი | ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ლიპარტელიანმა მეორე რაუნდში ურუგვაელი მაია ლეოპოლდი იპონით დაამარცხა. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონი სარა სოუზას დაუპირისპირდა და ულამაზესი იპონით მოიგო.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა ანა ვიკტორია პულიიზსაც იპონით სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ეთოს რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სეიია ბალჰაუსი იყო და ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი იმარჯვა.
ცნობისთვის, ლიპარტელიანის მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ეთო აკარი ომორის დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ რაუნდში ნინო ლოლაძეს მოუგო, ნახევარფინალში კი სარა ლეონი სისიკე იპონით 20 წამში დაამარცხა. ფინალური ბლოკი 18:00-დან დაიწყება.