ლაშა ბექაური
Aa
Aa

„გულდაწყვეტილი ვარ, ქართველი ქომაგი რომ ვერ გავახარე“ | ლაშა ბექაურის კომენტარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ იასპარეზეს. ბექაური მერვედფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, ლუკამ კი პირველივე შეხვედრა წააგო.

ლაშამ საკუთარი გამოსვლა შეაფასა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა: „მგონი, ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოხდა, რაც მოხდა. ძიუდოა, ყველაფერი ხდება და, ალბათ, უფალმაც ასე დაუშვა.

ისეთი შემართებითა და განწყობით ვიყავი, რომ უნდა მომეგო. ყველაფერი იდეალურად იყო და მართლა არ ვიცი... ვნახოთ, ღმერთი რას გვიმზადებს, იქნებ უკეთესისთვის გვამზადებს.

ახლა ვერაფერს ვიტყვი. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ქართველი გულშემატკივარი ოქროს მედლით ვერ გავახარე. სარეაბილიტაციო პერიოდი? ტრავმა თითქმის ბოლომდე მოშუშებული მქონდა, მაგრამ ცოტა „წარტყმები“ მაინც იყო... თუმცა ხელს ვერ შეგვიშლიდა.

გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მიხილავთ. ჩემი გუნდისთვის და სამშობლოსთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. ყველგან! ყოველთვის! დააყენებენ თუ არა მურაოს გუნდურში? არ ვიცი, ალბათ. წინ რომ ტანკი დამიყენონ, ვეღარაფერი გამაჩერებს. მურაომაც იგრძნო ძალები, მეც ვიგრძენი მისი ძალები და უფრო მეტად ვჯობდი, ვიდრე აქამდე. ეს პირველ მისვლაზეც გამოჩნდა და არ ვიცი... რაღაც შემთხვევა, რაღაც ცუდი მოხდა. თვითონაც გაუკვირდა“.

ცნობისთვის, ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით ილია სულამანიძე იჭიდავებს. ტურნირის მეშვიდე დღეს ტატამიზე ირაკლი დემეტრაშვილს, გურამ თუშიშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ, რის შემდეგაც გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა