ნინო გულბანი
Aa
Aa

დასანანი მარცხი მერვედფინალში - ნინო გულბანი ერიქსონთან დამარცხდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე -70 კგ წონით კატეგორიაში ქალებს შორის საქართველოს ნაკრები ნინო გულბანმა წარმოადგინა.

ჩინელ ინგინგ ფენთან და ისრაელელ მაია გოშენთან გამარჯვებების შემდეგ ნინო მერვედფინალში შვედ იდა ერიქსონს დაუპირისპირდა და, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა.

დღეს ბაქოში ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმაც იჭიდავეს, თუმცა ორივე მათგანი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა და მედლებისთვის ბრძოლის შანსები დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე 3 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლი, გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა