მსოფლიო ჩემპიონატს ბექაურიც გამოეთიშა - მურაოსთან იპონით დამარცხდა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს წარუმატებელი დღე ჰქონდა - ლუკა მაისურაძის მარცხის შემდეგ მსოფლიო პირველობას ლაშა ბექაურიც გამოეთიშა.
სამხრეთკორეელ მინკი სონგთან და სენეგალელ რაიან დაკოსტასთან გამარჯვებების შემდეგ ლაშა მერვედფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა.
დღეს საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დარჩა - ქალების -70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანი იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე 3 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლი, გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო.