იური ტაბატაძე
Aa
Aa

ტაბატაძის პროგრესი ძალიან გვახარებს | როდის დაბრუნდება ქართველი შემტევი?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „კადისის’’ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ კლინიკა Athomed-ში, ექიმ ვილჩესთან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„გამოჯანმრთელების პროცესში თითოეულ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან გვიხარია მისი პროგრესის დანახვა. წარმატებები, იური!“ - ვკითხულობთ კლინიკის გვერდზე.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „კადისის“ მიზანია ტაბატაძე მოედანზე 2026 წლის მიწურულს დაბრუნდეს. თუ რეაბილიტაცია გაჭიანურდება, მისი დაბრუნება 2027 წლის პირველ კვირებშია მოსალოდნელი. კლუბი სიფრთხილეს ინარჩუნებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს. გასული თვის მიწურულს ტაბატაძემ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამასთან დაკავშირებით, კლუბმა ვიდეო გაავრცელა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ 26 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დეკემბერში დაიწყებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ „კადისის“ ერთ-ერთმა საფეხბურთო დირექტორმა, მარიო ფუენტესმა იური ტაბატაძეზე სექტემბრის დასაწყისში ისაუბრ: „აუცილებელია იური ტაბატაძე ვახსენოთ, რომელიც რამდენიმე თვეში დაგვიბრუნდება. ველოდებით, რომ ის სათამაშოდ მზად ორ თვეში იქნება. ვეცდებით, გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაუბრუნდეს“.

ტაბატაძე ესპანურ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა, ესპანური კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო, ლა ლიგა 2-ში დებიუტი გოლით აღნიშნა, მომდევნო ტურში დუბლი შეასრულა. გასულ სეზონში 18 მატჩში (791 წუთი) 6 გოლი გაიტანა, რაც ძალიან კარგი სტატისტიკაა. პლუს, ესპანეთის თასის ორ მატჩში (120 წუთი) 2 საგოლე პასი შეასრულა. სამწუხაროდ, იანვარში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ცხადია მას შემდეგ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფასდაუდებელი კოზირი მატჩის მოსაგებად“ - უდინეზეში ჩაკვეტაძის ეიმედებათ
„ფასდაუდებელი კოზირი მატჩის მოსაგებად“ - უდინეზეში ჩაკვეტაძის ეიმედებათ