სკალონი: ასეთი აურა, ენერგეტიკა, არასდროს მინახავს - რასაც მესი ქმნიდა აღარ განმეორდება
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ ისაუბრა.
„მარტივი არ იქნება, მან თავადაც ასე თქვა. ის, რაც ბოლო წლებში განვიცადეთ - არაჩვეულებრივია, წინ კი შეიძლება რთული დრო გველოდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გვყავს ახალგაზრდა დებიუტანტები, რომლებიც გუნდს ბევრ რამეს შემატებენ.
მაგრამ განცდა იმისა, რომ ის (მესი) შენს მხარესაა, შეუდარებელია. რთულია ეს რამეს შეადარო ან სიტყვებით ახსნა. ეს თავად უნდა შეიგრძნო. ეს უნიკალურია, როგორი გუნდიც არ უნდა ავაშენოთ თავიდან.
ჩვენ შეგვიძლია შესანიშნავი კოლექტივი შევკრიბოთ იმ ახალი ბიჭებისგან, რომლებიც ჩვენს რიგებს ავსებენ, მაგრამ ასეთი აურა სხვას არავისთან მინახავს. ის ენერგეტიკა და ის, რასაც ლეო ქმნიდა, აღარ იქნება. ახალ გზებს მოვძებნით, მაგრამ ეს განცდა აღარ გვექნება. მისი თამაში დაუჯერებელი სიამოვნებაა და ახლა მის გარეშე მოგვიწევს წინსვლა“,
- თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი 7 ოქტომბერს, ბენინის წინააღმდეგ გამართა. „ალბისელესტემ" 3:0 მოიგო, ლეომ ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.