რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ფიფას რეიტინგი განახლდა | საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მდგომარეობა (1345.88 ქულა) ორი პუნქტით გაუარესდა - ჩვენი გუნდი 72-დან 74-ე ადგილზე დაქვეითდა.

„ჯვაროსნების“ უშუალო მდევრები ფინეთი (1340.73 ქულა) და კოსოვო (1328.14 ქულა) არიან, ხოლო ჩვენ წინ ჩრდ. მაკედონია (1350.91 ქულა), იორდანია (1350.88 ქულა) და ისლანდია (1349.42 ქულა) იმყოფებიან.

რეიტინგის პირველ ოთხეულში არაფერი შეცვლილა: ლიდერი ესპანეთია, მეორე - არგენტინა, მესამე - საფრანგეთი, მეოთხე კი ინგლისი. პორტუგალიამ მდგომარეობა 2 პოზიციით გააუჯობესა და მეხუთე ადგილზეა, ბრაზილია (6) და მაროკო (7) კი თითო პუნქტით დაქვეითდნენ. მერვე ადგილზე ბელგიაა, მეცხრეზე - ნიდერლანდები, მეათეზე კი მექსიკა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი შინ ჩრდ. ირლანდიასთან დამარცხდა და უკრაინას დაუზავდა, შემდეგ კი უნგრეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ბელფასტში ჩრდ. ირლანდიას ფრე ითამაშა.

ნოემბერში რამაზ სვანაძის უნგრეთს მიიღებს, შემდეგ კი სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდება.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ნაკრების მჯერა, მამარდას მადლობა“ | ბუდუ ზივზივაძის კომენტარი
„ამ ნაკრების მჯერა, მამარდას მადლობა“ | ბუდუ ზივზივაძის კომენტარი