ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების შანსები ოთხი ტურის შემდეგ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:0 ნათამაშები მატჩის შემდეგ Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერმა განახლებული პროგნოზები გაგვიზიარა.
„ჯვაროსნებს“ პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ აქვთ, მეორე პოზიციის დაკავების ალბათობა კი 3.6 პროცენტია, A დივიზიონში გადასვლის — 1%. Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, 76.6 პროცენტია შანსი, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ბოლო ადგილზე გავა, C დივიზიონში დაქვეითების ალბათობა — 20%.
Football Rankings-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს ასეთი შანსები აქვს: მეორე ადგილზე გასვლა — 6.1%, მესამე ადგილზე გასვლა — 23.1%, მეოთხე ადგილზე გასვლა — 70.8%. 19 პროცენტია ალბათობა, რომ „ჯვაროსნები“ C დივიზიონში დაქვეითდებიან, 2.3% — A დივიზიონში გადასვლის.
ცნობისთვის, საქართველოს ნოემბერში ორი შეხვედრა ელოდება. 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ უნგრეთს უმასპინძლებენ, სამი დღის შემდეგ კი ნეიტრალურ მოედანზე უკრაინას დაუპირისპირდებიან.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნებს“ ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ და ჩრდილოეთ ირლანდიას ექვსი ქულით, უნგრეთს ხუთი ქულით, ხოლო უკრაინას ორი ქულით ჩამორჩებიან.