შერმადინის სუპერ მატჩი - 18 წუთი და 18 ქულა ლონდონ ლაიონსთან
ევროთასის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ლონდონ ლაიონსს ესტუმრა და სამწუხაროდ 77:89 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, გიორგი შერმადინს ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, საოცარი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 5 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 18 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, შერმადინმა 7-დან შვიდი 2-ქულიანი ჩააგდო.7 საჯარიმო ტყორცნიდან კი 4 გამოიყენა.
ვეტერანმა ქართველმა სამი მოხსნიდან სამივე საკუთარ ფარზე შეასრულა, ჯამში კი 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს ევრო თასზე 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. სატურნირო ცხრილში კი მე-5 ადგილს იკავებს.