მარკის რიდი
Aa
Aa

მარკის რიდის 7 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა ქარშიაკას მოუგო

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი მარკის რიდი იცავს, „ქარშიაკას“ დაუპირისპირდა და 92:82 გაიმარჯვა.

მარკის რიდმა პარკეტზე 9:00 წუთი გაატარა და ამ დროში 7 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. რიდმა ერთი სამქულიანი და 2 ორქულიანი (3-დან) ჩააგდო.

„ბაჰჩეშეჰირის“ მცველმა, მალაჩი ფლინმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მეტოქის რიგებში კი 21-21 ქულით რაშარდ კელიმ და ისმაელ ელ-ამინმა გამოიჩინეს თავი.

სამი ტურის შემდეგ „ბაჰჩეშეჰირში“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. 17 ოქტომბერს მარკის რიდის გუნდი სუპერლიგაში „ბურსასპორს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაჩულია, ნაპოლეონი და სტალინი | დუაიტ ჰოვარდი საქართველოშია
ფაჩულია, ნაპოლეონი და სტალინი | დუაიტ ჰოვარდი საქართველოშია