დებიუტი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში - სანდრო ქუთათელაძემ კარმიოტისას რიგებში ითამაშა
კვიპროსის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში კარმიოტისა არისს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ იყო.
სტუმართა გუნდში ქართველი ფეხბურთელის, სანდრო ქუთათელაძის დებიუტი შედგა.
19 წლის ნახევარმცველი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა და მინდორზე 8 წუთი დაყო.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ქუთათელაძე ადრეულ წლებში პარი სენ ჟერმენის, ლილის და მონაკოს ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
რაც შეეხება კარმიოტისას, სატურნირო ცხრილში, 4 ტურის შემდეგ, 3 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, კვიპროსის ლიგა UEFA-ს რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც შვეიცარია, ავსტრია, უნგრეთი, შოტლანდია, უკრაინა, შვედეთი და სლოვაკეთი არიან.