ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

დუბლი და საგოლე გადაცემა | ქუთათელაძის ბრწყინვალე მატჩი ლევადიას რიგებში

ესტონეთის ჩემპიონატის მეოცე ტურის გადადებულ მატჩში ნიკოლოზ ქუთათელაძის „ლევადია“ საშინაო არენაზე „ტამეკას“ დაუპირისპირდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და „ტამეკა“ 6:0 გაანადგურა.

ქუთათელაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარი ლამაზ სტილში აიღო. მე-40 წუთზე ქუთათელაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასის შემდეგ მიჰკელ აინსალუმ შეაგდო.

მეორე ტაიმის 78-ე წუთზე 25 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ქუთათელაძე საჯარიმოში კარგად მოტრიალდა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. გოლიდან რამდენიმე წამში ნიკოლოზი შეცვალეს და მისი გასვლის შემდეგ „ლევადიამ“ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო.

ქუთათელაძის გუნდს 71 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს. „ლევადია“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს და სტუმრად ბოლოადგილოსან „ნარვას“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ესტონეთის ჩემპიონატში მას 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ესტონეთის თასზე მის ანგარიშზე 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ“ - აბდელაზიზის პოსტი და ილიას პასუხი
„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ“ - აბდელაზიზის პოსტი და ილიას პასუხი