ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ“ - აბდელაზიზის პოსტი და ილიას პასუხი

გუშინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც გულშემატკივრებსაც მიმართა და როგორ ჯასტინ გეიჯის, ისე მის მენეჯელს, ალი აბდელაზიზსაც შეეხო.

კონკრეტულად გეიჯისთან და ალი აბდელაზიზსთან მიმართებით, ილიამ ასეთი რამ დაწერა: „სხვათა შორის, ჯასტინ, შე**ცი, და ალი, შე**ცი“.

თოფურიას განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ში ილიას მისამართით განცხადება ალი აბდელაზიზმაც გაავრცელა, რომელმაც ასეთი რამ დაწერა:

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემპიონო, მიხარია, რომ კარგად ხარ. გინებით არ გიპასუხებ (F-სიტყვას უკან არ დაგიბრუნებ), რადგან შენი შვილი ჩემი მეგობარია და მამამისს ცუდ სიტყვებს ვერ ვეტყვი. მოკითხვა გადაეცი, მაგარი ვინმეა.“

ამ პოსტს „ელ მატადორმა“ მალევე უპასუხა და აბდელაზიზს მოუწოდა, რომ ამ დაპირისპირებაში თავისი შვილი აღარ გარიოს:

„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ. ის, რომ შენ მისი მეგობარი ხარ, არანაირ კავშირში არაა ჩემსა და შენს შორის არსებულ სიტუაციასთან. შენ ზუსტად იცი, რატომაც ვთქვი ის, რაც ვთქვი. ასე რომ, მის უკან ნუ იმალები. ჩემი გინება (Fuck you) კვლავ ძალაში რჩება.“

გუშინ თოფურიამ დაწერა: „საბოლოო სამედიცინო ტესტები დასრულებულია. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილი ვყავდი - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს კვერცხები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ ჯასტინის ხელთათმანები შეამოწმონ, რათა მათზე რამე უცნაური არ წაისვას. მალე შევხვდებით. სხვათა შორის, ჯასტინ, შე**ცი, და ალი, შე**ცი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა მიიღო ის, რაც რეალურად მოხდა“ - ცარუკიანი ილიას განცხადებას გამოეხმაურა
„უნდა მიიღო ის, რაც რეალურად მოხდა“ - ცარუკიანი ილიას განცხადებას გამოეხმაურა