„უნდა მიიღო ის, რაც რეალურად მოხდა“ - ცარუკიანი ილიას განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა და ხელთათმანების საკითხს შეეხო. ამასთან დაკავშირებით ილიამ დაწერა, რომ შემდეგ ჯერზე პირადად შეამოწმებს, რომ კომისიამ გეიჯის ხელთათმანები შეამოწმოს, რათა მათზე რამე უცნაური არ წაისვას, ამასთან დაკავშირებით კი ცარუკიანმა ასეთი რამ თქვა:
„როგორ შეიძლება კომისიამ გეიჯის სხვა ხელთათმანების გაკეთების უფლება მისცეს? ისინი იქ არიან და ამოწმებენ. ეს უბრალოდ გამართლებებია. უნდა მიიღო ის, რაც რეალურად მოხდა. უნდა დაიწყო იმის გაანალიზებით, თუ რა გააკეთე არასწორად და არა გამართლებების ძებნითა და ხელთათმანებზე საუბრით“.
„ათლეტური კომისიის წარმომადგენლები ხელთათმანების მორგების პროცესის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ, რაც ნებისმიერ მანიპულაციას შეუძლებელს ხდის“.
გუშინ თოფურიამ დაწერა: „საბოლოო სამედიცინო ტესტები დასრულებულია. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილი ვყავდი - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს კვერცხები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ ჯასტინის ხელთათმანები შეამოწმონ, რათა მათზე რამე უცნაური არ წაისვას. მალე შევხვდებით. სხვათა შორის, ჯასტინ, შენი დედაც. და ალი, შე**ცი“.