ბარძაყის უკანა კუნთის გაგლეჯა | სავარაუდოდ, ტაბატაძე ერთ თვეში დაბრუნდება
დანიური „ვაილეს’’ ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ტაბატაძე ტრავმირებულია. სეზონის სტარტზე, 5 აგვისტოს, დანიის თასის პირველ ეტაპზე „ტარუპ-პაარუპთან'' 90 წუთი ითამაშა, მატჩის შემდეგ გამოკვლევა ჩაუტარდა, ბარძაყის უკანა კუნთის გაგლეჯა დაუდგინდა. მოედანზე დაბრუნდებისთვის, სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3 თვეა საჭირო, 2 თვე უკვე გავიდა და დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდება.
20 წლის ფეხბურთელისთვის დანიაში მეორე სეზონია, 2025-26 წლების სეზონში დანიის ჩემპიონატსა და თასზე 13 მატჩი ჩაატარა (375 წუთი), 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. 2 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროდ, „ვაილე’’ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მიმდინარე სეზონში რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა, კლუბის მიზანი ელიტაში დაბრუნებაა.
ტაბატაძეს საქართველოს 17, 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მიმდინარე ევროშესარჩევში რეგულარულად ათამაშებს, 8-დან 7-ში მოედანზე იყო, მხოლოდ მალტასთან საშინაო მატჩი გამოტოვა.