ერედივიზიეს საშუალო დონეს 66%-ით უსწრებს | Football Observatory-ს მონაცემები ეგოიანზე
CIES Football Observatory-მ ირაკლი ეგოიანთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. სტატისტიკა ასახავს ევროპის ყველა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 23-წლამდე საუკეთესო შემტევი სტილის ნახევარმცველების მაჩვენებლებს.
Ratio to League (კოეფიციენტი ლიგასთან მიმართებაში) მაჩვენებელი ზომავს, თუ რამდენად აღემატება ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსი (Impect-ის სპეციალური ინდექსით) იმ ჩემპიონატის საშუალო დონეს, რომელშიც ის თამაშობს. აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ მიმდინარე სეზონს მოიცავს.
ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები) — x1.66
აღნიშნული სტატისტიკა არ ნიშნავს, რომ 23-წლამდე შემტევს ნახევარმცველებს შორის ირაკლი ევროპაში საუკეთესოა, ეს სტატისტიკა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჩემპიონატის საშუალო დონესთან მიმართებით ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს.
როგორ განვმარტოთ ციფრი 1.66 მარტივად:
1.00 ნიშნავს ლიგის საშუალო დონეს.
1.66 ნიშნავს, რომ იეგოიანი თავისი ჩემპიონატის საშუალო დონეს 66%-ით უსწრებს და საკუთარ პოზიციაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ შვიდივე მატჩი სასტარტო 11-ში დაიწყო. მის ანგარიშზე 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, პსვ-სთან, „ვილემ II“-თან, „ნეიმეგენთან'' და „აიაქსთან'').