გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის აღიარება | სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. „ფროზინონეს“ ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და მისმა გუნდმა „კომო“ საშინაო კედლებში 2:0 დაამარცხა.

კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

„კომოსთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში, „ფროზინონეს“ მეკარის, ლორენცო პალმიზანის გარდა, გიორგი კვერნაძეც გამოირჩა. მან მეტოქის კარისკენ ოთხჯერ დაარტყა, 1 გოლი გაიტანა, 2 საკვანძო პასი შეასრულა და მოსალოდნელი საგოლე გადაცემების გრაფაში (xA) 0.506 ჩაიწერა. კვერნაძე თავისი სოლორეიდებით მეტოქე გუნდის ხაზებს მთელი მატჩის განმავლობაში ჭრიდა და ბურთი 6-ჯერ დაიბრუნა. Sofascore-მა მისი თამაში 8.6 ქულით შეაფასა“, — წერს სტატისტიკური სააგენტო.

Sofascore-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ლორენცო პალმიზანი („ფროზინონე“), ალექს ხიმენესი („ფიორენტინა“), გლაისონ ბრემერი („იუვენტუსი“), იერი მინა („კალიარი“), ნუნუ ტავარესი („ლაციო“), კრისტიან პულიშიჩი („მილანი“), მანუ კონე („რომა“), ადრიენ რაბიო („მილანი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), გუსტავო ვარელა („მონცა“).

ცნობისთვის, სერია A-ს 5 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს და სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან გაცილებით მეტს ველით“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„მისგან გაცილებით მეტს ველით“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშს აფასებს