ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

$25 მილიონი თითოეულ ქვეყანას - ინფანტინოს ახალი ინიციატივა

ფიფა მომავალ ოთხწლიან ციკლში ფეხბურთის განვითარებაზე 6.35 მილიარდ დოლარს დახარჯავს, თითოეული ქვეყანა კი 25 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ Associated Press-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

2022-26 წლებში ფიფას შემოსავლებმა 15 მილიარდი შეადგინა, რაც დაგეგმილი შემოსავლის ოდენობას აღემატება. ამ ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გახდა.

28 სექტემბერს ექვსმა საკონტინენტო კონფედერაციამ მიიღო ფიფას სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოოდ მომავალი წლის მარტში უნდა დამტკიცდეს.

ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ არსებული უთანხმოებების მიუხედავად 211 წევრ ასოციაციას შეუძლია, ერთად მოძენონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.

ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს მაროკოს ქალაქ რაბათში გაიმართება. ჯანი ინფანტინო თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენას გეგმავს. კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები - არსენ ვენგერი ინფანტინოს მთავარ კონკურენტად?
    FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები - არსენ ვენგერი ინფანტინოს მთავარ კონკურენტად?