ლისანდრო მარტინესი
Aa
Aa

„ინვესტიციებია საჭირო“ - ლისანდრომ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლისანდრო მარტინესმა „ატლეტიკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და სატრანსფერო ბაზარზე უკეთესად მუშაობისკენ მოუწოდა.

„გასულ სეზონში კარგად ვითამაშეთ და ახლა ზემოდან უფრო აქტიურ ქმედებებს ველოდებით. მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვჭირდება, იმიტომ რომ სხვა გუნდებიც ძლიერდებიან.

„ატლეტიკოს“ ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მათ დღეს 3 ქულა დაიმსახურეს. მეტ ინვესტიციას ველოდებით. კლუბის ტექნიკურმა დირექტორს, ჯეისონ უილკოქსს უკეთესად მუშაობა მართებს.

პირდაპირ ვიტყვი: ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის მატჩებისთვის ძლიერი შემადგენლობა გყავდეს.

ძალიან მარტივია, ყველაფერი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დააბრალო, მაგრამ სხვა მიმართულებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. არ შეიძლება უსასრულოდ მწვრთნელების გაშვება, როცა სხვა სფეროებში არაფერი იცვლება“.

ცნობისთვის, პრემიერლიგაში „იუნაიტედი“ მე-13 პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს. რაც შეეხება ინგლისის ლიგის თასს, მაიკლ კერიკის გუნდი ასპარეზობას 1/16-ფინალში „ბრაიტონმა“ გამოთიშა.

აქვე გეტყვით, რომ ლისანდრო მარტინესი „მანჩესტერის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. „წითელ ეშმაკებთან“ მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „წაგებას ვერ ვიტან, მაგრამ ეს სამყაროს აღსასრული არაა“ - კერიკი
    „წაგებას ვერ ვიტან, მაგრამ ეს სამყაროს აღსასრული არაა“ - კერიკი