ალექს პერეირა, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„სუსტად გამოიყურება, არ ვიცი რა ვთქვა“ - ჯონსი პერეირას შანსებზე

ალექს პერეირას ოცნება გახდეს UFC-ის სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯერჯერობით რთულად ასასრულებელი ჩანს. ივნისში, თეთრი სახლის ღონისძიებაზე „პო ატანმა“ სირილ განთან იმდენად უსუსური მებრძოლის შთაბეჭდილება დატოვა, რომ მას პირდაპირ საჩემპიონო ჩხუბი აღარ მისცეს და ახლა პრეტედენტის სტატუსის განმტკიცება სერგეი პავლოვიჩთან დაპირისპირებაში მოუწევს. რამდენად მაღალია რუს სპორტსმენთან პერეირას შანსები, ამის თაობაზე შეკითხვა ლეგენდარულ ჯონ ჯონსს დაუსვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ალექს პერეირას შანსები სერგეი პავლოვიჩთან დაპირისპირებაში? არ ვიცი... ბრაზილიელი უკანასკნელ ბრძოლაში უსუსურად გამოიყურებოდა და ისეთი მებრძოლის შთაბეჭდილებას მიტოვებდა, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის. რაღა დაგიმალოთ და მეგონა, რომ პერეირა სირილ განს დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა. რა იქნება პავლოვიჩთან, რთული სათქმელია, მაგრამ ამ ჩხუბს აუცილებლად ვუყურებ“.

ცნობისათვის, ალექს პერეირას შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 17 ბრძოლიდან 13 მოგება აქვს, საიდანაც 11 შემთხვევაში მოწინააღმდეგეები ნოკაუტში გაგზავნა. ოთხი მარცხი „პო ატანმა“ კუემელ ოტონისთან, ისრაელ ადესანიასთან, მაგომედ ანკალაევთან და სირილ განთან განიცადა. რაც შეეხება სერგეი პავლოვიჩს, რუსმა მებრძოლმა 24 ჩხუბიდან თავის სასარგებლოდ 21 დაასრულა, ხოლო მისი ძლევა ალისტაირ ოვერემმა, ტომ ასპინალმა და ალექსანდრ ვოლკოვმა შეძლეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შანსები 55/45-ზეა“ | ზაჰაბიმ მერაბისა და იანის მესამე ჩხუბზე ისაუბრა
    „შანსები 55/45-ზეა“ | ზაჰაბიმ მერაბისა და იანის მესამე ჩხუბზე ისაუბრა