„შანსები 55/45-ზეა“ | ზაჰაბიმ მერაბისა და იანის მესამე ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, აიმან ზაჰაბიმ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. ზაჰაბი დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლას ელოდება და მიიჩნევს, რომ გამარჯვების შანსები თითქმის თანაბარია.
„პიოტრ იანს უპირატესობას ვაძლევ, მაგრამ შანსები 90/10-ზე არაა, 55/45-ზეა იანის სასარგებლოდ. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ პიოტრი მეორე ორთაბრძოლის სცენარის გამეორებას შეძლებს, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ.
იანი, როგორც მებრძოლი, შონ ომალიზე ძლიერია და არც ჩხუბის პარტერში გადაყვანაზე ამბობს უარს. სწორედ ამიტომ მომწონს მისი შანსები. ის არ ცდილობს, ინფლუენსერი გახდეს და სოციალური ქსელებისთვის სასაცილო ვიდეოებს არ იღებს. ბევრს ვარჯიშობს და ჩხუბისთვის მაქსიმალურად ემზადება“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას UFC 333-ზე ვიხილავთ, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს. ღონისძიება 24 ოქტომბერს გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება გახლავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს