წონა ჩაბარებულია | თანზილოვი უელმეიკერთან ჩხუბისთვის მზადაა
ოთარ თანზილოვი UFC-ში მეორე ორთაბრძოლას თბილისის დროით, 11 ოქტომბერს გამართავს. შეინ კოლინსთან მარცხის შემდეგ, რომელიც ქვემუსუბ წონით დივიზიონში იყო, თანზილოვი სუპერ მსუბუქ წონაში იასპარეზებს და მალკოლმ უელმეიკერს დაუპირისპირდება.
ტრადიციულად, პარასკევს აწონვების ცერემონია გაიმართა. ოთარმა წონა წარმატებით ჩააბარა და 136 ფუნტი (61.6 კილოგრამი) დააფიქსირა. მისმა მეტოქე სასწორზე იგივე რიცხვები დააფიქსირა და უელმეიკერიც 61.6 კილოგრამს იწონის.
Listo para la batalla ???? Otari Tanzilovi marca las 136 libras ???? #UFCVegas122 | Ver en vivo por @PPlusDeportes https://t.co/0obBNJHadX
— UFC Español (@UFCEspanol) October 9, 2026
ცნობისთვის, უელმეიკერის ანგარიშზე 10 მოგება და 2 წაგებაა. ქართველი მებრძოლიც ამ ჩხუბს ზუსტად ამავე რეკორდით ხვდება. ჩხუბამდე, ამერიკელმა მებრძოლმა თანზილოვი შეაქო და მას კარგი სტრაიკერი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ მისი დანოკაუტება უნდა.