ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

ველმეიქერი დაანოკაუტა | თანზილოვის პირველი გამარჯვება UFC-ში

UFC Vegas 122-ზე დღის მთავარი ნაწილი ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ ველმეიქერის დაპირისპირებით გაიხსნა. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით თანზილოვმა პირველი რაუნდი დათმო, თუმცა მეორე რაუნდში ქართველმა მეტოქეს თავში ფეხით ძლიერად დაარტყა, დააგდო, შემდეგ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა და დაანოკაუტა.

ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ესწრებოდა, რომელიც ცხადია ოთარის გამარჯვებას დიდი სიხარულით შეხვდა.

28 წლის თანზილოვის დებიუტი UFC-ში მიმდინარე წლის ივნისში შედგა,  ბრძოლა თავისთვის არაბუნებრივ, ქვემსუბუქ დივიზიონში გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. დღეს სუპერმსუბუქ დივიზიონში (61 კგ) გამოვიდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ცნობისთვის, ამ ბრძოლამდე უელმეიკერის ანგარიშზე 10 მოგება და 2 წაგება იყო. ქართველი მებრძოლიც ამ ჩხუბს ზუსტად ამავე რეკორდით შეხვდა. ჩხუბამდე, ამერიკელმა მებრძოლმა თანზილოვი შეაქო და მას კარგი სტრაიკერი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ მისი დანოკაუტება სურდა.

თანზილოვის გამარჯვება ქართველი მებრძოლებისთვის მიმდინარე წელს UFC-ში მეორეა. მანამდე, ივნისში თავისი ბრძოლა ლევან ჩოხელმა მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები