მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„უფრო ჭკვიანურად და ტექნიკურად უნდა ვიჩხუბო“ | მერაბი იანთან ტრილოგიისთვის ემზადება

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გასამართ ტრილოგიაზე ისაუბრა. „მანქანა“ აპირებს, უფრო ჭკვიანურად და ტექნიკურად იჩხუბოს და აცხადებს, რომ საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ორმაგად სასიამოვნო იქნება.

„როგორც იქნა, ჩემი ჩხუბის დრო დგება და აღფრთოვანებული ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლის დღეს მზადყოფნა და ოქტაგონში შესვლაა. ყოველთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და ნეტავ, ჩხუბი მომდევნო კვირაში იყოს, რადგან საუკეთესო ფორმაში ვარ. ვარჯიშს გავაგრძელებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩხუბის დღეა. ოქტაგონში უნდა შევიდე, ვიყო ის, ვინც ვარ და ვფიქრობ, გავიმარჯვებ.

ჩემი აზრით, უფრო ჭკვიანურად და ტექნიკურად უნდა ვიჩხუბო. ბოლო ბრძოლისას ვცადე, აგრესიული და აქტიური ვყოფილიყავი, ამჯერად კი ჭკვიანურად ვიჩხუბებ. სიმართლე გითხრათ, საჩემპიონო ქამარზე არ ვფიქრობ, რადგან გამარჯვება მინდა, თუმცა ტიტულის დაბრუნება საოცარი და სასიამოვნო შეგრძნება იქნება“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას UFC 333-ზე ვიხილავთ, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს. მათი ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა, მთავარ მოვლენაში კი ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაფუჭებული მანქანაა“ | იანმა მერაბზე ისაუბრა და მებრძოლები დაახასიათა
„გაფუჭებული მანქანაა“ | იანმა მერაბზე ისაუბრა და მებრძოლები დაახასიათა