მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბი დამარცხებული მყავს“ | შონ ომალიმ მომავალზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ პეიტონ ტალბოტს უპასუხა. ამ უკანასკნელმა დეივისონ ფიგერედოს დამარცხების შემდეგ „შუგა“ გამოიწვია და ომალიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„თუ პიოტრ იანი მერაბთან დამარცხდა, მე და ტალბოტი ვიჩხუბებთ. მოდით, ეს ორთაბრძოლა გავმართოთ, არანაირი პრობლემა არაა. თუ პიოტრი ოქტაგონში შევიდა და მერაბს მოუგო, ტალბოტს თავს ავარიდებ. ტალბოტს თავს ავარიდებ უფრო რთული მეტოქის, პიოტრ იანის გამო.

სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ მიჩხუბია: იანი, ალჯო, მერაბი. და დვალიშვილი ერთხელ დამარცხებულიც მყავს, ასე რომ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის სამ საუკეთესო მებრძოლს მოვუგე“.

ცნობისთვის, ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი დაანოკაუტა, იანი კი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება მერაბთან ჩხუბს, „შუგა“ თვლის, რომ პირველ ბრძოლაში მსაჯებმა არასწორი არჩევანი გააკეთეს და მათი გადაწყვეტილებით მას უნდა მოეგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი უცვლელია, ევრო 2028-ზე უნდა გავიდეთ“ - სვანაძემ მატჩი შეაფასა
„მიზანი უცვლელია, ევრო 2028-ზე უნდა გავიდეთ“ - სვანაძემ მატჩი შეაფასა