„არ ვთვლი, რომ მერაბთან ჩემი საუკეთესო ვერსია ნახეთ - მას ტრილოგიაში იხილავთ“
პიოტრ იანი არ თვლის, რომ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ წინა ბრძოლაში კარიერაში თავისი საუკეთესო გამოსვლა აჩვენა.
„არ ვთვლი, რომ მერაბის წინააღმდეგ წინა ბრძოლაში ჩემს კარიერაში საუკეთესო ბრძოლა ვაჩვენე. თითოეული ბრძოლა თავისებურად განსხვავებულია და ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო გამოსვლები ჯერ კიდევ წინაა“,
- თქვა UFC-ის ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში Full Violence-თან ინტერვიუში.
კერძოდ, რუსი მებრძოლი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მერაბთან მესამე ბრძოლა, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, UFC 333 ტურნირზე გაიმართება, ვადაზე ადრე დაასრულოს.
„მესამე ბრძოლა სხვაგვარად წარიმართება, რადგან მეც და ჩემს მეტოქესაც ჩვენი ორი წინა ბრძოლიდან უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მესამე ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმუმის გაკეთება იქნება საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ ის არანაკლებ სანახაობრივი და საინტერესო იქნება. უდავოდ, ვადაზე ადრე გამარჯვება - ჩვენს ტრილოგიაში ტორტზე ალუბალივითაა“,
- დასძინა იანმა.
ასევე მან მიანიშნა, რომ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში სუპერბრძოლის შესაძლებლობას განიხილავს.
„შესაძლოა, ზედა წონაშიც ავიდე. უბრალოდ, ქვემსუბუქ წონაში ჩემი მეგობარი ალექსია - არ ვისურვებდი მის ცემას“,
- შეაჯამა UFC-ის ჩემპიონმა.